ზღვისპირა აპარტამენტები ,,მეტროპოლისგან” - ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა ბათუმში
ზღვირსპირა აპარტამენტები ,,მეტროპოლისაგან” თანამედროვე არქიტექტურისა და მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის მქონე შემოთავაზებაა. აღმოაჩინეთ ცხოვრების ახალი სტანდარტი შავი ზღვის სანაპიროზე და ისარგებლეთ ბათუმის, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული ცენტრის, უპირატესობებით.
აირჩიეთ სასურველი ბინა
კონტაქტი
თბილისის ფილიალი
ტელეფონის ნომერი032 288 89 99ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
ბათუმის ფილიალი
ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
,,მეტროპოლ ოვალი" და "მეტროპოლ კუბი": კომფორტისა და ინოვაციის სინთეზი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი" მომხმარებელს ზღვისპირა აპარტამენტების შეძენისას მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ ბინის მოწყობის სამი განსხვავებული კონდიცია: პრემიუმ რემონტი, რომელიც გულისხმობს სრულად გარემონტებულ ბინას ავეჯის გარეშე, მწვანე კარკასი - სარემონტოდ მომზადებული ფართი და Turnkey - სრულად აღჭურვილი, საცხოვრებლად მზა ბინა.
კომპლექტები საერთო სივრცეებს, მათ შორის პანორამულ ტერასებს ითვალისწინებს, საიდანაც ხედები ქალაქზე, ზღვაზე და ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იშლება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტურობას, რაც ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიან ცხოვრების სტილის ქმნის.
ზღვისპირა აპარტამენტები მრავალფუნქციურია - კომპლექსები აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებსა და სასტუმრო ნომრებს. ეს კომბინაცია მიმზიდველია ინვესტორებისთვის, რადგან გაქირავების მრავალმხრივ შესაძლებლობებს ქმნის.
თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები კი მაცხოვრებლების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.
ეს მახასიათებლები ერთობლიობაში ქმნიან გარემოს, რომელიც იდეალურად ერგება როგორც კომფორტული ცხოვრების, ასევე მომგებიანი ინვესტიციის მოთხოვნებს.
რატომ უნდა შეიძინოთ ზღვისპირა აპარტამენტები "მეტროპოლში"
,,მეტროპოლის" ზღვისპირა აპარტამენტები ბათუმში მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობა არ არის - ეს არის უძრავი ქონება, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და შავი ზღვის შთამბეჭდავ ხედებს.
მომგებიანი ინვესტიცია მზარდ ტურისტულ ცენტრში
ბათუმში ზღვისპირა აპარტამენტი ინვესტირებისათვის პერსპექტიული გადაწყვეტილებაა:
- 12%-მდე წლიური უკუგება და პროგნოზირებული 50%-იანი ზრდა ბინების ღირებულებაში 2027 წლისთვის: ინვესტორები მიიღებენ 12%-მდე წლიურ უკუგებას. 2027 წლისთვის კი ბინების ღირებულების 50%-მდე ზრდა მოსალოდნელი;
- სტაბილური მოთხოვნა მოკლევადიან საცხოვრებელ ფართებზე: ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ხარისხიან საცხოვრებელ ფართებზე;
- უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი უპირატესობები: 364 დღიანი უვიზო რეჟიმი საქართველოში და ბინადრობის უფლების მოპოვების შესაძლებლობა $100,000-ზე მეტი ღირებულების ინვესტიციით;
სტრატეგიული მდებარეობა
,,მეტროპოლის" პროექტები - ,,მეტროპოლ კუბი" და ,,მეტროპოლ ოვალი" - ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე მდებარეობს. შესაბამისად, უპირატესობებია:
- სიახლოვე სტრატეგიულ ობიექტებთან: პროექტები ზღვის სანაპიროდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სავაჭრო ცენტრამდე 2 წუთი, ძველ ბათუმამდე მისასვლელად კი სულ 10 წუთია საჭირო;
- მოხერხებული კავშირი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან: ბათუმის ძველი უბანი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და სხვა ატრაქციონები ადვილად მისასვლელია;
- სიახლოვეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან: ეს ფაქტორი ტურისტებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები
ბათუმი, როგორც მზარდი ტურისტული ცენტრი, მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებს გთავაზობთ:
- ზღვის პლაჟები სხვადასხვა წყლის აქტივობებისთვის: ცურვა, სერფინგი, წყლის სპორტის სხვა სახეობები;
- ბათუმის ბოტანიკური ბაღი: იდეალური ადგილები მშვიდი გასეირნებისა და ბუნებასთან სიახლოვისათვის;
- მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილება: აჭარული სამზარეულოდან დაწყებული, საერთაშორისო კერძებით დამთავრებული, ბათუმი გასტრონომიული გამოცდილებითაც გამორჩეულია;
- კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები: ბათუმის ჯაზ ფესტივალი, კინოფესტივალი, მუსიკალური;
კომპლექსების უნიკალური მახასიათებლები
,,მეტროპოლ კუბი" და ,,მეტროპოლ ოვალი" თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებული პროექტებია, რომლებიც გამოირჩევა:
- ინოვაციური არქიტექტურით: 42 და 34 სართულიანი შენობები ბათუმის ახალ, თანამედროვე არქიტექტურას ერგება. ,,მეტროპოლ კუბის" კუბური ფორმა და ,,მეტროპოლ ოვალის" ოვალური დიზაინი ქალაქის ახალ სიმბოლოებად იქცევა. პროექტის უნიკალურობას ადასტურებს საერთაშორისო აღიარება - "მეტროპოლ კუბმა" მოიპოვა პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia, რაც მის გამორჩეულ არქიტექტურულ დიზაინსა და ფუნქციურ მრავალფეროვნებაზე მეტყველებს;
- პანორამული ხედებით: აპარტამენტებიდან ხედები შავ ზღვასა და ქალაქზე იშლება;
- პროფესიონალური მართვით: თანამშრომლობა Royal Tulip-თან, რომელიც მსოფლიო კლასის მომსახურებითა და პროფესიონალური მართვით გამოირჩევა;
- მრავალფეროვანი არჩევანით: ზღვისპირა აპარტამენტები მრავალფეროვანია, რაც გამოხატულია როგორც უძრავი ქონების ზომით, ისე ხედით, სართულითა და ა.შ. შესაბამისად, თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სივრცეს მარტივად შეარჩევთ;
- 100 ავტოსადგომი თითოეულ პროექტში: მაცხოვრებლებისა თუ სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს;
რა ეტაპები უნდა გაიაროთ ზღვისპირა აპარტამენტის შესაძენად? - გზამკვლევი "მეტროპოლისაგან"
შერჩევის პროცესში გაითვალისწინეთ თქვენი მოთხოვნები - რა ზომის ზღვისპირა აპარტამენტი გსურთ, ზღვის ხედია პრიორიტეტული თუ ქალაქის, დამატებითი სერვისები რამდენად გჭირდებათ და ა.შ. ამასთანავე, განსაზღვრეთ როგორი ტიპის დამსვენებელზე გსურთ უძრავი ქონების გაქირავება, თუ მუდმივი საცხოვრებელი მიზნებისათვის აპირებთ შეძენას.
ამისათვის კი გაეცანით ,,მეტროპოლ კუბისა" და ,,მეტროპოლ ოვალის" პროექტებს ჩვენს ვებგვერდზე. შეისწავლეთ აპარტამენტების ტიპები, კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მშენებლობის ვადები და ფასები.
ამ პროცესში აქტიურ დახმარებას პერსონალური მრჩეველი გაგიწევთ. დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების გუნდს - მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას პროექტების შესახებ და ყველა შეკითხვას ვუპასუხებთ.
ზღვისპირა აპარტამენტის შერჩევის შემდეგ ფინანსურ კონსულტანტთან ერთად შეადგინეთ გადახდის გეგმა - დაფარეთ უძრავი ქონების ღირებულება ყოველთვიურად ან კვარტალური გრაფიკით. განსაზღვრეთ პირველადი შენატანის ოდენობა და გაეცანით შიდა განვადების პირობებს.
ჩვენგან რეგულარულად მიიღებთ ინფორმაციას მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლეთ ონლაინ მონიტორინგის სისტემით - თვალი ადევნეთ მშენებლობის პროცესს Live რეჟიმში.
,,მეტროპოლის" გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ უძრავი შეძენის ყველა ეტაპზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი .
რატომ არის ,,მეტროპოლი" საუკეთესო არჩევანი?
,,მეტროპოლი" არ არის უბრალოდ დეველოპერული კომპანია - ჩვენ ვქმნით ცხოვრების ახალ სტანდარტს ზღვისპირა აპარტამენტებში. გაგიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მომხმარებლები ნდობას გვიცხადებენ:
თანამედროვე სტანდარტები მშენებლობაში
ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, რათა შევქმნათ თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე მორგებული კომპლექსები. ეს მოიცავს ჭკვიან სახლის სისტემებსა თუ ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა.
გამჭვირვალობა და ნდობა
ვამაყობთ გამჭვირვალე პროცესებით. მომხმარებლებს აქვთ წვდომა მშენებლობის ყველა ეტაპზე. ჩვენ რეგულარულად ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას და ვინარჩუნებთ ღია კომუნიკაციას.
ცხოვრების სტილის შეთავაზება
,,მეტროპოლთან" თანამშრომლობით თქვენ არა მხოლოდ აპარტამენტის მფლობელი, არამედ სრულიად თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი ხდებით. პროექტები მოიცავს ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპა-ცენტრებს და სხვა თანამედროვე სერვისებს.
ადგილობრივი ბაზრის ცოდნა
გამოცდილება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევქმნათ პროექტები, რომლებიც იდეალურად ერგება ადგილობრივ მოთხოვნებსა და ტენდენციებს.
ხშირად დასმული კითხვები
ვინ ვართ ჩვენ?
რას ვაშენებთ და სად?
რა ტიპის უძრავ ქონებას გვთავაზობთ?
როგორ უზრუნველყოფთ მშენებლობის ხარისხს?
რა სახის დახმარებას გვთავაზობთ შეძენის პროცესში?
როგორ შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია?
მოითხოვე ზარი