image

ᲑᲐᲗᲣᲛᲘ

უძრავ ქონებაში მომგებიანი ინვესტირების ახალი მიმართულება

შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი საპორტო ქალაქი - ბათუმი - ისტორიისა და თანამედროვეობის მიმზიდველი კომბინაციაა.

ტურისტების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ბათუმის ღირსშესანიშნაობები და ინფრასტრუქტურა მათ დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს. შავი ზღვის სანაპირო, პალმებით სავსე ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და სხვა ტურისტული ატრაქციები, დამსვენებლებს შთაბეჭდილებებით ავსებს. აჭარული კულინარია, მსოფლიოში ცნობილი აჭარული ხაჭაპურით და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით, გულგრილს არავის ტოვებს. ღამის ცხოვრების მოყვარულებს კი ბარები, კლუბები და სხვა გასართობი სივრცეები მასპინძლობს. ბათუმის სტუმრებს, ქალაქიდან ძალიან ახლოს მაღალი მთების, მტირალას პარკის და გოდერძის სათხილამურო უღელტეტეხილის მონახულებაც შეუძლიათ.

ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, ბათუმი იზიდავს როგორც დამსვენებლებს, ასევე ინვესტორებს. საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი ბათუმს ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის კომფორტულ და სასურველ ლოკაციად აქცევს. ბათუმს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს არა მხოლოდ ქალაქის გამაოგნებელი რიტმისა და დაუწვიყარი შვებულების გამო, არამედ საინვესტიციო და ბიზნეს ინტერესებისთვისაც, რის გამოც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. აღმოაჩინე ბათუმი - სადაც ისტორია ხვდება შესაძლებლობებს.