arrow left

Back

Image

December 11, 2024

7 ფაქტორი რომელიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს

ბინის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანები იღებენ. თუმცა, ხშირად მყიდველებისთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ შეიძლება ერთი და იმავე კომპლექსში ორი ბინის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

უძრავი ქონების ბაზარზე ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ბინების ფასი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 12.9%-ით გაიზარდა. თუმცა ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია - რეალურად, კონკრეტული ბინის ფასი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ამ მონაცემისაგან მკვეთრად განსხვავდებოდეს. 

დეველოპერული კომპანიები ბინის ფასის განსაზღვრისას ითვალისწინებენ მრავალ ფაქტორს, დაწყებული ლოკაციით, დამთავრებული ისეთი დეტალებით, როგორიცაა, მაგალითად ბუნებრივი განათების ხარისხი. თითოეული ეს ფაქტორი პირდაპირ აისახება საბოლოო ღირებულებაზე და, რაც მთავარია, თქვენს კომფორტზე.

ლოკაცია - ფასის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი

ჯერ კიდევ 1926 წელს Chicago Tribune-ში გამოჩნდა გამოთქმა - სამი უმთავრესი რამ, რაც ბინის ღირებულებას განსაზღვრავს, არის ლოკაცია, ლოკაცია და კიდევ ერთხელ ლოკაცია. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა დღემდე რჩება ოქროს წესად უძრავი ქონების ბაზარზე და მართლაც, ადგილმდებარეობა არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს ფასზე.

თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ვაკეში, საბურთალოზე ან ძველი თბილისის პრესტიჟულ უბნებში მდებარე ბინა შეიძლება გაცილებით უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე იდენტური უძრავი ქონება ქალაქის პერიფერიულ უბნებში (იხ. ინფოგრაფიკა1). ეს განსხვავება განპირობებულია არა მხოლოდ უბნის პრესტიჟულობით, არამედ იმ პრაქტიკული უპირატესობებით, რასაც კარგი ლოკაცია გაძლევთ.

განვითარებული ინფრასტრუქტურა პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე. როდესაც სახლიდან უმოკლეს მანძილზეა სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები, რესტორნები, სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ გასართობი ცენტრები, ეს არა მხოლოდ კომფორტს მატებს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების სამომავლო ღირებულებას.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია. მეტროსთან, ავტობუსის გაჩერებებთან ან მთავარ სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე ზრდის უძრავი ქონების ფასს.

თუმცა, ლოკაციის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მომავლის პერსპექტივებიც. უბნები, სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ხშირად წარმოადგენს კარგ საინვესტიციო შესაძლებლობას, რადგან ასეთ ადგილებში უძრავი ქონების ფასი, როგორც წესი, მკვეთრად იზრდება.

მშენებლობის ხარისხი და მასალები - ინვესტიციის მყარი საფუძველი

სამშენებლო ბაზარზე ხარისხი გადაწმყვეტი ფაქტორია, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების თავდაპირველ ღირებულებას, არამედ მის გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალსაც განსაზღვრავს. მაღალი სტანდარტებითადა ხარისხიანი მასალების გამოყენებით აშენებული კომპლექსებ კი ამის გარანტია.  

თანამედროვე მშენებლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კარკასის სიმყარეს და საიზოლაციო სისტემების ხარისხს. ამ მხრივ საინტერესოა დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის" გამოცდილება, რომელიც იყენებს მხოლოდ სერტიფიცირებულ მასალებს და მკაცრ ხარისხის კონტროლს გადის მშენებლობის ყველა ეტაპზე. 

სართულის გავლენა ფასზე - რატომ ღირს მაღალი სართული მეტი?

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თვალსაჩინო ტენდენციაა - რაც უფრო მაღალ სართულზე მდებარეობს ბინა, მით მეტია მისი ღირებულება. ეს კანონზომიერება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში, სადაც მაღალ სართულებზე განთავსებული ბინები მნიშვნელოვნად აღემატება ქვედა სართულების ფასებს.

უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებულია ხედებით. მაღალი სართულებიდან გადაშლილი პანორამული ხედები ესთეტიკურად მიმზიდველია და სამომავლოდ ახალი კონსტრუქციებით პეიზაჟის დაფარვის შანსიც მცირეა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამოცდილება, რომელსაც, მიუხედავად გარკვეული უპირატესობებისა, დაბალ სართილზე ვერ მიიღებთ.

მაღალ სართულებზე განთავსებული ბინების უპირატესობები:

  • გაცილებით სუფთა ჰაერი და ნაკლები მტვერი;
  • ქუჩის ხმაურის იზოლაცია;
  • მეტი პრივატულობა.

მაღალი სართულის არჩევისას გასათვალისწინებელია გარკვეული ნიუანსებიც. მაგალითად, ენერგოეფექტურობის საკითხი. მაღალ სართულებზე ზამთარში გათბობისა და ზაფხულში გაგრილების ხარჯები შეიძლება შედარებით მაღალი იყოს. თუმცა, ,,მეტროპოლის” თანამედროვე კომპლექსებში ეს გამოწვევა მაღალი ხარისხის თბოიზოლაციისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით გადაჭრილია.

ფართი და გეგმარება - როგორ მოქმედებს სივრცის ორგანიზება ბინის ღირებულებაზე

ბინის ფართი და მისი გეგმარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ საცხოვრებლის კომფორტს, არამედ მის საბაზრო ღირებულებას. თანამედროვე მშენებლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცის ეფექტურ ორგანიზებას, სადაც ყოველი კვადრატული მეტრი მაქსიმალურად ფუნქციურად არის გამოყენებული.

თანამედროვე ტენდენციებით, კვადრატული ფორმის ბინები უფრო მოთხოვნადია, ვიდრე გრძელი და ვიწრო გეგმარების მქონე საცხოვრებლები. ეს განპირობებულია იმით, რომ კვადრატული ფორმა მეტ მოქნილობას იძლევა ავეჯის განლაგებისა და სივრცის ორგანიზების თვალსაზრისით. 

გეგმარების მნიშვნელოვანი ასპექტებია:

  • ოთახების პროპორციული განაწილება;
  • სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახის ლოგიკური კავშირი;
  • საძინებლების პრივატული განთავსება;
  • ბუნებრივი განათების მაქსიმალური გამოყენება.

დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით ფასეულია მოქნილი გეგმარება, რომელიც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სივრცის ტრანსფორმაცია. მაგალითად, შესაძლებელია სამზარეულოს გაერთიანება სასტუმრო ოთახთან ან პირიქით, მათი გამიჯვნა. ასეთი მოქნილობა ზრდის ბინის მიმზიდველობას პოტენციური მყიდველებისთვის და, შესაბამისად, მის ღირებულებას.

ორიენტაცია და განათება - როგორ მოქმედებს მზის შუქი ბინის ღირებულებაზე

კარგად განათებული, მზიანი ბინა ყოველთვის უფრო მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის. მზის შუქი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობასთან, რაც ბუნებრივად აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზეც.

ჰორიზონტის მხარეს მომხმარებლები რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით არჩევენ, თუმცა მთავარი მაინც მზის სინათლესთან დაკავშირებული კომფორტია. აღმოსავლეთის მხარეს არსებული ბინები განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც დილის მზე და მოსწონს - ამომავალი მზე არა მხოლოდ სასიამოვნო განწყობას ქმნის, არამედ ბუნებრივად ათბობს საცხოვრებელ სივრცეს. დასავლეთის მხარე კი იმ ადამიანების რჩეული ხდება, ვისთვისაც ჩამავალი მზის ე.წ. ,,ოქროს საათი" განსაკუთრებით მომხიბვლელია.

განათების კუთხით იდეალურია ე.წ. ,,გამჭოლი" ბინები, რომლებსაც ორი ან მეტი ჰორიზონტის მხარე აქვს. ასეთი ბინები, როგორც წესი, ბუნებრივი განათების მაქსიმალურ რესურსს იღებს და აქ ვენტილაციის შესაძლებლობაც უკეთესია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ფასი ერთი ორიენტაციის მქონე ბინისას აღემატება. 

ხედები - როგორ ფასდება ფანჯრიდან გადაშლილი პეიზაჟი

უძრავი ქონების ბაარზე ხედი საცხოვრებლიდან ერთ-ერთი მთავარი ფასწარმომქმნელი ფაქტორია. თბილისში ყველაზე მოთხოვნადია ძველი ქალაქისა და მთაწმინდის პანორამა, ხოლო ბათუმში ზღვის ხედი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბინის საბაზრო ღირებულებას.


თანამედროვე მშენებლობებში ხედების მაქსიმალურად ათვისება ფართო ვიტრაჟებით, პანორამული აივნებითა და ტერასებით ხდება. ეს არქიტექტურული გადაწყვეტები არა მხოლოდ ზრდის ბინის ღირებულებას, არამედ გრძელვადიან ინვესტიციაცაა, რადგან კარგი ხედი არასოდეს კარგავს აქტუალობას.


შენობის არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხედების სწორ განაწილებას. საცხოვრებელი თუ საინვესტიციოი ქონება ,,მეტროპოლში” მაქსიმალურად ითვისებს ადლგიმდებარეობის უპირატესობებს.  

დამატებითი მახასიათებლები - დეტალები, რომლებიც ბინის ღირებულებას ზრდის

თანამედროვე მშენებლობაში დამატებითი მახასიათებლები ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი ბინის საბოლოო ღირებულების ფორმირებაში. ეს დეტალები კომფორტს მატებს საცხოვრებელს და ამასთანავე, საინტერესო შესაძლებლობას ქმნის უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის.

 მაგალითად, პარკინგის საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მიწისქვეშა პარკინგის ადგილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საცხოვრებელ კორპუსს, მნიშვნელოვნად ზრდის ბინის ღირებულებას. ეს არა მხოლოდ კომფორტის საკითხია, არამედ უსაფრთხოებისა და დროის დაზოგვის მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

საერთო სივრცეების ხარისხი და მოწყობა ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბინის ღირებულებაზე. ,,მეტროპოლის” თანამედროვე კომპლექსები გთავაზობთ:

  • კეთილმოწყობილ ჰოლებს;
  • გამწვანებულ შიდა ეზოებს;
  • საბავშვო მოედნებსა და ბაღებს;
  • მოედნებს.

უძრავი ქონების საფასურზე აისახება ისეთი სერვისების არსებობაც როგორებიცაა: 24-საათიანი დაცვა, თანამედროვე სამეთვალყურეო სისტემები და სხვა უსაფრთხოების ელემენტები.

ენერგოეფექტურობა და მდგრადი მშენებლობის პრინციპები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე სამშენებლო მასალები, ორმაგი შემინვა, თბოიზოლაცია და ენერგოეფექტური სისტემები არა მხოლოდ ამცირებს კომუნალურ ხარჯებს, არამედ ზრდის ბინის გრძელვადიან ღირებულებას.

პრაქტიკული რჩევები მყიდველებისთვის - როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ბინის შეძენამდე გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:

შეაფასეთ მთლიანი სურათი - ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ფასსა და ფართს. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჰორიზონტის მხარე, სართული, ხედები და გეგმარება. ხშირად, ოდნავ მაღალი ფასი შეიძლება უკეთესი მახასიათებლებით იყოს გამართლებული.

იფიქრეთ მომავალზე - შეაფასეთ უბნის განვითარების პერსპექტივა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი ინვესტიციის სამომავლო ღირებულებას.

და მთავარი - არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. იხილეთ სამშენებლო პროექტები აქ, შეადარეთ რამდენიმე ვარიანტი და გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს პროფესიონალებთან.

ამრიგად, ფაქტორები, რომლებიც ბინის ფასს განსაზღვრავს, მრავალფეროვანია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ,,მეტროპოლი” გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მაღალი ხარისხის, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის - ამიტომ, დღესვე გადადგათ ნაბიჯი იმ სახლისკენ, რომელიც ჩაიფიქრეთ. 

Choose the desired apartment

Tbilisi | Bagebi

apartment
49 m2 - 98 000$
floor

1

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
61.3 m2 - 122 600$
floor

1

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
111.4 m2 - 222 800$
floor

1

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
77.6 m2 - 124 160$
floor

2

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
93.3 m2 - 149 280$
floor

2

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
40.9 m2 - 65 440$
floor

2

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
46.8 m2 - 74 880$
floor

2

bedroom

bath

balcony

Tbilisi | Bagebi

apartment
60.6 m2 - 96 960$
floor

2

bedroom

bath

balcony

chatlogo

Ask for a Call

bg