ბინები თბილისში — შეიძინეთ უძრავი ქონება ქალაქის გამორჩეულ ლოკაციებზე

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა ცხოვრების სტილით განისაზღვრება. ზოგისთვის იდეალური სახლი ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, სადაც ყველაფერი ახლოსაა, ზოგისთვის კი — მშვიდ, გამწვანებულ უბანში, სადაც ბუნებასთან სიახლოვეა შესაძლებელი. სწორედ ამ განსხვავებულ საჭიროებებს ითვალისწინებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და ჩვენი ბინები თბილისში დედაქალაქის რამდენიმე გამორჩეულ ლოკაციაზე შენდება.

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.5 2 - 273 885$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
60.7 2 - 140 338$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
59.7 2 - 138 026$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
65.9 2 - 147 088$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
62 2 - 143 344$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
54.2 2 - 125 310$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
144.8 2 - 269 038$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
116.4 2 - 219 181$
floor

22

bedroom

bath

balcony

კონტაქტი

თბილისის ფილიალი

ტელეფონის ნომერი032 288 89 99
ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
linkedin
facebook
instagram
youtube

ბათუმის ფილიალი

ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99
ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
linkedin
facebook
instagram
youtube

საინტერესო შესაძლებლობები თუ ბინის თბილისში ყიდვა გსურთ

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა ცხოვრების სტილით განისაზღვრება. ზოგისთვის იდეალური სახლი ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, სადაც ყველაფერი ახლოსაა, ზოგისთვის კი — მშვიდ, გამწვანებულ უბანში, სადაც ბუნებასთან სიახლოვეა შესაძლებელი.


სწორედ ამ განსხვავებულ საჭიროებებს ითვალისწინებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და ჩვენი ბინები თბილისში დედაქალაქის რამდენიმე გამორჩეულ ლოკაციაზე შენდება. 


„მეტროპოლ ქავთარაძე“ — ბინა თბილისში საბურთალოს ყველაზე მოთხოვნად ნაწილში


ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში “მეტროპოლ ქავთარაძე” შენდება. კომპლექსის უპირატესობა მისი მდებარეობაა, City Mall, იპოდრომი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და ცენტრალური პარკი სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. პროექტი 51.6 კვ.მ-დან 187.0 კვ.მ-მდე ბინებს ითვალისწინებს. ის საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება სურთ და მათთვისაც, ვისაც დიდი ოჯახი ჰყავს.    


მომხმარებელთა მოთხოვნების საპასუხოდ ბინები თბილისში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით შენდება.


,,მეტროპოლ ქავთარაძეც” არ არის გამონაკლისი. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს. აქ განთავსდება 5 დონიანი პარკინგი, რაც ქალაქში არსებულ მთავარ გამოწვევას აგარიდებთ, ტერიტორიაზე აშენდება საბავშვო ბაღი, სადაც თქვენი ოჯახის უმცროსი წევრები განვითარდებიან, დროს კი მხიარულად და უსაფრთხოდ გაატარებენ. ამასთან ერთად, დაგეგმილია კომერციული სივრცეების მოწყობა, რაც საშუალებას მოგცემთ საჭირო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ. გვჯერა, რომ კეთილმოწყობილი ეზო შადრევნებითა და 1 ჰა რეკრეაციული ზონებით თქვენი განტვირთვის საუკეთესო ადგილად იქცევა. 


,,მეტროპოლ ქავთარაძის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და დასრულება 2027 წლისათვის იგეგმება. ბინები მწვანე კარკასით ბარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სახლში გადასასვლელად მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება იქნება საჭირო. 


„მეტროპოლ ბაგები“ — დაიწყეთ ცხოვრება დასრულებულ კომპლექსში


ჩვენი პორტფოლიოდან გამორჩეული პროექტია ,,მეტროპოლ ბაგები”. მისი მშენებლობა დასრულდა და პირველი მაცხოვრებლებიც უკვე მივიღეთ. ეს 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი წყნეთისა და ნაფეტვრების მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში მდებარეობს. კომპლექსიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებამდე, ვაკის პარკსა და კუს ტბამდე მისვლა მცირე დროს მოითხოვს. სივრცეების ფართობი 54.2 კვ.მ-დან 107.5 კვ.მ-მდე მერყეობს და იშვიათად მოიძებნება ბინები თბილისში, რომელთა ფანჯრებიდანაც მსგავსად სასიამოვნო, მწვანე პეიზაჟები იშლება.  


ახალი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ორ სართულზე კომერციული და საოფისე ფართებია განთავსებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კი სულ რამდენიმე მეტრშია. ეს ახალი პროექტი ითვალისწინებს კეთილმოწყობილ და ფუნქციურ ეზოს. გამწვანებულ ტერიტორიაზე საბავშვო სათამაშო მოედნები და მოსასვენებელი ზონებია მოწყობილი.



,,მეტროპოლ ბაგებში” სულ რამდენიმე ბინაა ხელმისაწვდომი, ამიტომ თუ ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას გაქვთ ცხოვრება ჩაფიქრებული, იჩქარეთ.

 

„მეტროპოლ ორთაჭალა“ — ბინები თბილისში, ისტორიულ უბანში


„მეტროპოლ ორთაჭალა“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში შენდება, სადაც ისტორიული გარემო ჯერ კიდევ შემორჩენილია და თანამედროვე არქიტექტურასთან ერთად თანაარსებობს. ამ გამორჩეული მახასიათებლის გამო, ბინები თბილისში, კერძოდ კი ორთაჭალაში, იმ ადამიანებისთვისაა საინტერესო, ვისთვისაც ძველი არქიტექტურისა და ისტორიის გავლენა მეტად მიმზიდველია, მაგრამ, ამავდროულად, კეთილმოწყობილ კომპლექსში სურს ცხოვრება. 


 პროექტში გათვალისწინებულია 704 ბინა, რომელთა ფართიც 48.1 კვ.მ-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. ეს პროექტი შიდა ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა. საცხოვრებელი ფართების გარდა, ის კომერციულ სივრცეებსაც მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სამდონიანი პარკინგი, საბავშვო სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი ეზო და სარეკრეაციო ზონები. გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში 2027 წლისთვის დასრულდება. 


„მეტროპოლ ლისი“ — ახალი კონცეფცია თბილისში


„მეტროპოლის“ პორტფოლიო მხოლოდ ტრადიციული ტიპის ბინებს აღარ მოიცავს. მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ბუნებასთან ახლოს, კერძო სახლზე ფიქრობს, კომპანიამ ახალი პროექტი, ,,მეტროპოლ ლისი”, დაიწყო. ეს არის თანამედროვე სუბურბანული სივრცე ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც ჭკვიანი დასახლების პრინციპით განვითარდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 70-მდე ინდივიდუალური ვილა.  


თქვენ, როგორც ჩვენს მომავალ მობინადრეს, შეგიძლიათ, შეარჩიოთ მიწის ნაკვეთი 600-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე და არქიტექტორის მიერ შექმნილი 5 სხვადასხვა დიზაინის პროექტიდან ერთ-ერთი საჩუქრად მიიღოთ. არქიტექტურული პროექტის შერჩევის შემდეგ კი, სრული თავისუფლება გექნებათ, შექმნათ საოცნებო სახლის ინტერიერის დიზაინი და ეზოც თქვენი გემოვნების მიხედვით მოაწყოთ. 


კერძო დასახლებაში 3600 კვადრატული მეტრის საერთო სარგებლობის სივრცე მოეწყობა, სადაც მრავალფუნქციური საბავშვო ზონები, პადელისა და სპორტული მოედნები, უსაფრთხო ველობილიკი და ღია კინოთეატრი განთავსდება. 

რაც შეეხება „ჭკვიანი დასახლების“ იდეას, ეს გულისხმობს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას, როგორებიცაა: სახლის ავტომატიზაციისა და სანომრე ნიშნების ამომცნობი სისტემები, ელექტრომობილების დამტენი პუნქტები და ა.შ.  


„მეტროპოლ ლისი“ საინტერესო პროექტია მათთვის, ვისთვისაც სტანდარტული ტიპის ბინები თბილისში საკმარისი არ არის და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეს ეძებს. ის იმ ადამიანების ინტერესებს ერგება, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც პირადი ეზო და ბუნებასთან სიახლოვე, ისე ტექნოლოგიურად აღჭურვილი, კომფორტული და მაქსიმალურად დაცული გარემო.


თუ თბილისიდან კიდევ უფრო მოშორებით გინდათ ცხოვრება, მაშინ შეიძინეთ მიწის ნაკვეთი შინდისში, ჩვენს ახლად დაწყებულ პროექტში.


რატომ უნდა შეიძინოთ ბინა „მეტროპოლის“ საცხოვრებელ კომპლექსებში? 


დეველოპერის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მომხმარებელი დარწმუნებული იყოს მშენებლობის ხარისხსა და კომპანიის სანდოობაში. „მეტროპოლის“ საცხოვრებელი კომპლექსები თბილისსა და ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით შენდება. კომპანია მომავალ მობინადრეებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ მშენებლობის პროცესს და მიიღონ ინფორმაცია გამოყენებული მასალების შესახებ.  


კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობაა. ამის მისაღწევად მშენებლობებში Ytong-ის ბლოკს ვიყენებთ, რომელიც ჩვეულებრივ ბეტონის ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. ამის გამო, ბინა ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.  


დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, „მეტროპოლის“ პროექტებში განთავსებულია კაფეები, ფიტნეს ცენტრები, კეთილმოწყობილი ეზოები და სარეკრეაციო ზონები. 24 საათიანი დაცვა, სახანძრო სისტემები და ვიდეომეთვალყურეობა კი მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ქმნის.  

 

შეიძინეთ ბინა თბილისში გადახდის მორგებული პირობებით


„მეტროპოლი“ უძრავი ქონების შესაძენად მოქნილ ფინანსურ პირობებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ჩვენთან ბინის ყიდვა განვადებით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ბანკთან თანამშრომლობის დამღლელ ბიუროკრატიასა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს აარიდებთ თავს.   


გადახდის გრაფიკი მხარეებს შორის ინდივიდუალურად თანხმდება, რაც დამატებითი კომფორტია. შეგიძლიათ თანხა ყოველთვიურად ან კვარტალურად გადაიხადოთ. ასეთი პირობების გამო საცხოვრებელი ფართის შეძენა უფრო ხელმისაწვდომია და საშუალება გაქვთ, ყველაფერი თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგოთ. 


თუ ამ დრომდე ამაოდ მოინახულეთ უამრავი ბინა თბილისში და ჯერ კიდევ ვერ მიაგენით იმ ერთადერთს, რომელიც ჩაიფიქრეთ, მაშინ დროა ჩვენ დაგვიკავშირდეთ. ,,მეტროპოლის” გამოცდილი გუნდი მზადაა, დეტალურად გაგაცნოთ პროექტების ყველა ასპექტი და დაგეხმაროთ იდეალური საცხოვრებელი სივრცის შერჩევაში.  


ტელეფონი: 032 288 89 99 ან 574 88 99 99  

ელექტრონული ფოსტა (თბილისის პროექტები): sales@metropol.ge  

მისამართი (თბილისი): ალ. ყაზბეგის 15 

chatlogo

მოითხოვე ზარი

bg