arrow left

უკან

Image

11 ნოემბერი, 2024

საინვესტიციო უძრავი ქონება - როგორ შევქმნათ პასიური შემოსავლის წყარო?

ისტორიულად, საინვესტიციო ქონება ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მომგებიან ინსტრუმენტად. ეს არის აქტივი, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ ინარჩუნებს ღირებულებას, არამედ ქმნის შემოსავლის სტაბილურ ნაკადს და გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის ზრდას განაპირობებს.


თუ ფიქრობთ, როგორ შექმნათ პასიური შემოსავლის წყარო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ ან თუ ეძებთ გზებს, როგორ დაიცვათ თქვენი დანაზოგები ინფლაციისგან და ბაზრის არასტაბილურობისგან, პასუხებს ამ ბლოგში იპოვით.


რა უნდა გაითვალისწინოთ საინვესტიციო ქონების შეძენამდე? - სამი ძირითადი სექტორი ინვესტორებისთვის


ინვესტირება ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ის უფრო მეტი სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა აქტივებში კაპიტალის დაბანდებას გულისხმობს. ეს აქტივობა მრავალგვარია - შეიძლება განხორციელდეს როგორც აქციებსა და ობლიგაციებში, ისე ძვირფას ლითონებსა და ხელოვნების ნიმუშებში ინვესტირებით. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრატეგიის მიხედვით, ფულის დაბანდება საცხოვრებელ კომპლექსში გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დიდი მოგების მომტანი აღმოჩნდეს.


ეს საინვესტიციო სტრატეგია, კაპიტალის ზრდის მიზნით, მიწის ან შენობა-ნაგებობების შეძენას გულისხმობს. ის სამ ძირითად სექტორს მოიცავს: საცხოვრებელს, კომერციულს და ინდუსტრიულს. თითოეული ეს სექტორი ხასიათდება უნიკალური დინამიკით და ეკონომიკურ ფაქტორებზე განსხვავებული რეაგირებით.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი, რომელიც კერძო სახლებს, ბინებს და მრავალბინიან კომპლექსებს მოიცავს, ტრადიციულად, ყველაზე სტაბილურ სეგმენტად მიიჩნევა. ამ სტაბილურობას კი მასზე არსებული მაღალი მოთხოვნა განაპირობებს.


კომერციული სექტორი მოიცავს საოფისე შენობებს, სავაჭრო ცენტრებს და სასტუმროებს, რომლებიც უფრო მაღალი პოტენციური მოგებით გამოირჩევა. თუმცა, ამავდროულად ის მეტად მერყევია. ეს იმიტომ, რომ კომერციული უძრავი ქონება მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესის აქტივობასა და ეკონომიკურ გარემოსთან. 


ინდუსტრიული უძრავი ქონების სექტორი, რომელიც საწარმოო ობიექტებს და სასაწყობე ფართებს მოიცავს, ხასიათდება გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებებითა და წარმოებისა და ლოგისტიკის სექტორებთან მჭიდრო კავშირშია. ეს სექტორი ხშირად უფრო სტაბილურია, ვიდრე კომერციული, მაგრამ უფრო მგრძნობიარეა გლობალური ეკონომიკური ტენდენციების მიმართ, ვიდრე საცხოვრებელი.


საინვესტიციო ქონება - ინვესტირების უპირატესობები და რისკები


საინვესტიციო ქონება, როგორც ფულის დაბანდების საშუალება, საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა ადამიანებს. ეს არ არის შემთხვევითი - უძრავი ქონება ხელშესახებია, სტაბილური და, როგორც წესი, დროთა განმავლობაში მომგებიანი. თუმცა, როგორც ნებისმიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, მასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


უძრავ ქონებაში ინვესტირების უპირატესობები


საინვესტიციო უძრავი ქონება ორი მთავარი გზით გვთავაზობს ფინანსურ სარგებელს. პირველ რიგში, ის ქმნის რეგულარულ, პასიურ შემოსავალს. მაგალითად, თუ თბილისის ცენტრში შეიძენთ ბინას და გააქირავებთ, თქვენ ყოველთვიურად მიიღებთ საიჯარო გადასახადს. ეს შემოსავალი არა მხოლოდ დაფარავს თქვენს ხარჯებს, არამედ მოგიტანთ დამატებით მოგებასაც.


მეორე მხრივ, უძრავი ქონების ღირებულება დროთა განმავლობაში, როგორც წესი, იზრდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიციის ღირებულება წლების მანძილზე იმატებს. 


სიცხადისათვის, თბილისში 2021 წლის ბოლოს, ვაკის რაიონში 1კვ.მ ფასი 3 540 ლარი იყო, ხოლო ორ წელში, 2024 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 4 886 ლარი შეადგინა. შედეგად, თუ გადაწყვეტთ ქონების გაყიდვას მომავალში, სავარაუდოდ, უფრო მეტ თანხას მიიღებთ, ვიდრე თავდაპირველად გადაიხადეთ.  


აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება ინფლაციისგან დაცვის მექანიზმია. ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის თანახმად, ინფლაციის პირობებში უძრავი ქონების ღირებულება, როგორც წესი, იზრდება. მაგალითად, კომერციული ფართის მფლობელს შეუძლია გაზარდოს საიჯარო გადასახადი ინფლაციის შესაბამისად. ეს საშუალებას აძლევს ინვესტორს, შეინარჩუნოს ინვესტიციის რეალური ღირებულება და დაიცვას თავი ინფლაციის უარყოფითი ეფექტებისგან.


საინვესტიციო ქონება დივერსიფიკაციის შესაძლებლობასაც გთავაზობთ. თუ თქვენი პორტფელი შედგება მხოლოდ აქციებისა და ობლიგაციებისგან, უძრავი ქონების დამატება შეიძლება იყოს კარგი გზა რისკების შესამცირებლად. უძრავი ქონების ფასები ხშირად არ არის პირდაპირ კორელაციაში საფონდო ბაზრის რყევებთან, რაც მას მიმზიდველს ხდის პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.


რისკები: ლიკვიდურობა და ბაზრის ციკლურობა


საინვესტიციო უძრავი ქონება ბევრ უპირატესობას გთავაზობთ. თუმცა, მას რისკებიც ახლავს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლიკვიდურობის ნაკლებობაა. უძრავი ქონების გაყიდვა, განსხვავებით აქციებისგან, რომელთა რეალიზაცია რამდენიმე წამშია შესაძლებელი, შეიძლება თვეებს ან წელიწადის საქმეც კი იყოს. კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია სწრაფი ფულადი სახსრების მობილიზება, ინვესტორი შეიძლება იძულებული გახდეს, უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდოს. 


უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ციკლურობა, რაც ინვესტორებისთვის საგულისხმო ფაქტორია. ეს ბაზარი გამოირჩევა აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდებით, რაც პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ფასებზე. ისტორიული მაგალითები ნათლად ასახავს ამ ტენდენციას: 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მრავალ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასებმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. საქართველოშიც, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, უძრავი ქონების ბაზარმა მნიშვნელოვანი დაცემა დააფიქსირა. ასეთ ვითარებაში ინვესტორები ხშირად აწყდებიან სცენარს, სადაც მათი ქონების საბაზრო ღირებულება თავდაპირველად ინვესტირებულ თანხას ჩამორჩება და დანაკარგებს იწვევს. 


შესაბამისად, საინვესტიციო უძრავი ქონება შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ ის მოითხოვს გულდასმით ანალიზს, რისკების სწორ შეფასებას და გრძელვადიან ხედვას. 


საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი: ინვესტირების პერსპექტივები


საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში საინტერესო ცვლილებებს განიცდის. თუ ადრე ეს სექტორი მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეების ასპარეზი იყო, დღეს იგი სულ უფრო მეტ საერთაშორისო ინვესტორს იზიდავს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.


უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის ტენდენციების მიხედვით, წლის პირველ კვარტალში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების წილი საქართველოს ეკონომიკაში 18.6% შეადგენდა. ეს მონაცემი მხოლოდ მშრალი სტატისტიკა როდია - ასახავს რეალურ დინამიკას, სადაც უძრავი ქონება სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ინვესტირების პოტენციალს ზრდის. 


თბილისი, როგორც დედაქალაქი, კვლავ რჩება ამ სექტორის მთავარ ორიენტირად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ფასები 12.9% გაიზარდა. ხოლო უფრო ფართო პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 41.3% გაზრდილი. ეს კი აჩენს მაღალ მოთხოვნას, ურბანიზაციის პროცესს და ეკონომიკურ ოპტიმიზმს. თუმცა, საინტერესოა, რომ თბილისი აღარ არის ერთადერთი ,,ცხელი წერტილი" ინვესტორებისთვის. 


ბათუმი სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული, ბიზნეს და საცხოვრებელი ცენტრი, შესაბამისად, სამშენებლო-დეველოპერული პროექტებიც აქტიურად ვითარდება ამ რეგიონში. 2023 წელს ახალაშენებული ბინების ფასები 13%-ით, ხოლო ძველი ბინებისა 8%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით. ეს ზრდა ასახავს ქალაქის ტრანსფორმაციას რეგიონულ ჰაბად, რასაც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნეს შესაძლებლობები და მაღალი ცხოვრების დონე. ბათუმი სავარაუდოდ შეინარჩუნებს განვითარების ამ ტენდენციას და კიდევ უფრო გაზრდის თავის როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შეარჩიეთ ბინა ბათუმში ან თბილისში და თქვენც ისარგებლეთ ამ მზარდი ბაზრის უპირატესობებით.


როგორ აყალიბებს ტურიზმი საქართველოს საინვესტიციო ქონების ლანდშაფტს?


ტურიზმის სწრაფი ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც თბილისში, ისე ბათუმში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31.2%-ით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც 2023 წელს 4.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელზე 27.8%-ით მეტია. ეს ტენდენცია ქმნის მზარდ მოთხოვნას მოკლევადიან საცხოვრებელ ფართებზე, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ისეთი უძრავ ქონებაში ინვესტირებას, რომელსაც ტურისტები Airbnb-ისა და მსგავსი პლატფორმებით დაჯავშნისას იყენებენ. 


ამავე დროს, ტურიზმის ზრდა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების ღირებულებაზეც მოქმედებს. მაგალითად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რომელმაც 2023 წელს 436,902 ვიზიტორი მიიღო, და ახალი პირდაპირი საერთაშორისო რეისების დამატება პირდაპირ აისახება ქალაქში უძრავი ქონების ფასებზე.


ეს მონაცემები ადასტურებს ტურიზმის მზარდ გავლენას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს გაზრდილ შესაძლებლობებს მოკლევადიანი გაქირავების სეგმენტში, განსაკუთრებით ტურისტულ ცენტრებში.


გამოსცადე ინვესტირების სარგებელი ,,მეტროპოლთან” ერთად


ეძებთ საიმედო გზას კაპიტალის გასაზრდელად? დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" თბილისსა და ბათუმში უნიკალური საინვესტიციო ქონების შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ. ჩვენთან ერთად შეძლებთ მიიღოთ სტაბილური პასიური შემოსავალი, დაიცვათ თქვენი კაპიტალი ინფლაციისგან და გაზარდოთ ქონების ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში. 


ჩვენი საინვესტიციო პროექტები განთავსებულია სტრატეგიულ ლოკაციებზე, სადაც მაღალი მოთხოვნა უზრუნველყოფს სტაბილურ საიჯარო შემოსავალს და კაპიტალის ზრდის პოტენციალს. ინოვაციური არქიტექტურა და თანამედროვე დიზაინი ზრდის ქონების მიმზიდველობას და ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში.


ჩვენი პროექტები უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით შენდება, რაც თქვენს ინვესტიციას მეტ საიმედოობას სძენს. გთავაზობთ მრავალფეროვან პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებს. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენს კონკრეტულ საინვესტიციო მიზნებზე იდეალურად მორგებული უძრავი ქონება.


დაინტერესდით? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის და გაიგეთ, თუ როგორ დაიწყოთ საინვესტიციო აქტივობა ,,მეტროპოლთან" ერთად. ჩვენი გაყიდვების გუნდი მზადაა ოპტიმალური საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. 


ნუ გადადებთ თქვენი მომავლის მშენებლობას. შემოგვიერთდით დღესვე და აღმოაჩინეთ საინვესტიციო შესაძლებლობები "მეტროპოლთან" ერთად.

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.5 2 - 89 010$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.6 2 - 86 388$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.2 2 - 85 836$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.6 2 - 89 148$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
53.4 2 - 76 362$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
48.6 2 - 71 928$
floor

14

bedroom

1

bath

balcony