arrow left

უკან

Image

11 ნოემბერი, 2024

მწვანე კარკასი, როგორც უპირატესი არჩევანი თანამედროვე საცხოვრებლისთვის

წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ბინაში, სადაც მყარი საფუძველი გაქვთ, მაგრამ ამავდროულად სრული თავისუფლება, თქვენი უნიკალური ხედვის მიხედვით კომფორტული სივრცე შექმნათ. ეს არის მწვანე კარკასის კონცეფცია- ინოვაციური მიდგომა საცხოვრებელი სივრცის მიმართ, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.


მაგრამ, რას ნიშნავს მწვანე კარკასი, რომელსაც ქართული დეველოპერული კომპანიები აქტიურად ნერგავენ? რატომ ირჩევენ მას მყიდველები და რა უპირატესობები აქვს მას შავ და თეთრ კარკასებთან შედარებით? თუ გსურთ გაიგოთ, როგორ შეიძლება მწვანე კარკასმა შეცვალოს თქვენი წარმოდგენა თანამედროვე საცხოვრებელზე და რატომ შეიძლება იყოს ის საუკეთესო არჩევანი თქვენთვის, მაშინ ეს ბლოგი აუცილებლად ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.


რა განსხვავებაა შავ, თეთრ და მწვანე კარკასებს შორის?


უძრავი ქონების ბაზარზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტიპის კარკასები, რომლებიც ბინის ან სახლის დასრულების სხვადასხვა ეტაპს აღწერს. მწვანესთან ერთად ყველაზე გავრცელებული ტიპებია შავი და თეთრი კარკასები. იმისათვის, რომ მწვანე კარკასის უპირატესობები ნათლად გამოიკვეთოს, პირველ რიგში, განვასხვაოთ ის სხვა ალტერნატივებისაგან. 


შავი კარკასი წარმოადგენს ყველაზე ნაკლებად დასრულებულ მდგომარეობას. ამ ეტაპზე ბინაში ამოყვანილია ტიხრები, დამონტაჟებულია შემოსასვლელი რკინის კარი, ელექტრობა მიყვანილია შესასვლელ კართან, დანარჩენი კომუნიკაციები კი შახტებთან, ბინის გარე პერიმეტრზე ჩასმულია კარ-ფანჯარა. შავი კარკასის შეძენა ყველაზე იაფია, მაგრამ დასასრულებლად ყველაზე მეტ დროს, ძალისხმევას და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.


გარდა იმისა, რომ თეთრი კარკასი მოიცავს ყველაფერს, რაც შავ კარკასშია, დამატებით აქვს თანამედროვე თაბაშირის სალესი მასალით შელესილი კედლები, ბინაში შეყვანილია კომუნიკაციები (გაზი, დენი, წყალი), მოჭიმულია იატაკი და კერამოგრანიტით მოპირკეთებულია აივანი. თეთრი კარკასი საშუალებას აძლევს მყიდველს უფრო მეტად მოარგოს ბინის დიზაინი საკუთარ გემოვნებას.


მწვანე კარკასი კი ყველაზე სრულყოფილი ვარიანტია. მაგალითად, დამატებით წყლის, გაზისა და ელექტრობის ძირითადი სისტემები უკვე დამონტაჟებულია, შელესილია კედლები, რომლებიც მზადაა შეღებვისთვის ან შპალერის გაკვრისთვის. 

ფასის თვალსაზრისით, შავი კარკასი, როგორც წესი, ყველაზე ხელმისაწვდომია, ხოლო მწვანე - ყველაზე ძვირი.


ეს განსხვავება კარგად ჩანს 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებში: შავი კარკასის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2,849 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მწვანე კარკასის ფასი 3,738 ლარამდე აღწევდა. ეს თითქმის 31%-იანი სხვაობა ნათლად აჩვენებს, რომ მწვანე კარკასის ფასი მნიშვნელოვნად მაღალია. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს სხვაობა მწვანე კარკასის შემთხვევაში ხშირად შემდგომი რემონტის ნაკლები ხარჯებით კომპერსირდება. 


არჩევანი ამ სამ ვარიანტს შორის დამოკიდებულია მყიდველის პრიორიტეტებზე, ბიუჯეტზე, დროზე და იმაზე, თუ რამდენად სურს მას ჩართულობა ბინის დასრულების პროცესში. თუ ფიქრობთ უძრავი ქონების შეძენას საინვესტიციოდ, მწვანე კარკასი შეიძლება განიხილოთ ერთ-ერთ ოფციად, თუმცა აუცილებელია ყველა ასპექტის გულდასმით შეაფასოთ.


მწვანე კარკასის 5 უპირატესობა: რატომ ირჩევენ მას თანამედროვე მყიდველები


მწვანე კარკასის ბინების შეძენა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ,,მეტროპოლის" სამშენებლო პროექტები ამ ტრენდის ნათელი მაგალითია. მაგრამ რა უპირატესობები აქვს მას და როგორ გამოირჩევა იგი შავი და თეთრი კარკასისგან? მოდი, დეტალურად განვიხილოთ:


შუალედური მდგომარეობა და ნაკლები სამუშაო: მწვანე კარკასი წარმოადგენს ოპტიმალურ შუალედს თეთრ კარკასსა და სრულად დასრულებულ ბინას შორის. შავ კარკასთან შედარებით, აქ გაცილებით ნაკლები სამუშაოა შესასრულებელი, რაც ამცირებს დროს და ძალისხმევას ბინის დასასრულებლად პერსონალიზაციისთვის.


ბალანსი მოქნილობასა და მზაობას შორის: მწვანე კარკასი საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ ბინა, სადაც ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე შესრულებულია, მაგრამ ამავდროულად გრჩებათ თავისუფლება საბოლოო მოპირკეთებისა და დიზაინის არჩევანში.


ფინანსური მოქნილობა და დანაზოგი: მართალია ის შავ და თეთრ კარკასებზე ძვირია, მაგრამ მწვანე კარკასი საშუალებას გაძლევთ თანხა რემონტის ეტაპზე დაზოგოთ. გარდა ამისა, ჩვენი დეველოპერული კომპანია გთავაზობთ მწვანე კარკასის განვადებით შეძენის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას.


ხარისხის კონტროლი: გაქვთ თავისუფლება, თავად განსაზღვროთ საბოლოო შედეგის ხარისხი. განსხვავებით სრულად გარემონტებული ბინისგან, შეგიძლიათ შეარჩიოთ პრემიუმ ხარისხის მასალები და სამუშაოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოთ.


სწრაფი დასახლების შესაძლებლობა: გთავაზობთ უნიკალურ უპირატესობას - სწრაფად დაიწყოთ ცხოვრება თქვენს ახალ სახლში. ეს იდეალური გადაწყვეტილება არის მათთვის, ვისაც სურს დაუყოვნებლივ ისარგებლოს საკუთარი სივრცით და არ აქვს დრო ან სურვილი რემონტის ეტაპის დადგომას დაუსრულებლად ელოდოს.


საბოლოოდ, მწვანე კარკასი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ბალანსი მზა ბინასა და სრულ რემონტს შორის. ის გთავაზობთ კომპრომისს დროს, ხარჯებსა და პერსონალიზაციას შორის.



მეტროპოლის პრემიუმ მწვანე კარკასი: ახალი ცხოვრების საწყისი


წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ყოველი დეტალი ფიქრით არის შერჩეული. სწორედ ასეთია ,,მეტროპოლ ქავთარაძის" მწვანე კარკასი. 


შავი ალუმინის კარ-ფანჯარა არა მხოლოდ სტილურ იერს სძენს თქვენს ბინას, არამედ უზრუნველყოფს ხმის იზოლაციასა და ენერგოეფექტურობას. შესასვლელში დამონტაჟებული რკინის კარი დომოფონით კი საცხოვრებელ სივრცეში ჭკვიანი ტექნოლოგიების ინტეგრირების გამოვლინებაა.


მოჭიმული იატაკი მზადაა თქვენი დიზაინერული იდეების განსახორციელებლად, ხოლო უკვე გაყვანილი კომუნიკაციები - წყალი, გაზი, გათბობა და ელექტრობა - გაძლევთ თავისუფლებას, სწრაფად მოაწყოთ სახლი.


აივანზე დაგებული ყინვაგამძლე კერამოგრანიტი არა მხოლოდ მიმზიდველია, არამედ პრაქტიკულიც - ის წლების განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. გაზისა და სახანძრო დეტექტორები კი უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.


,,მეტროპოლის" მწვანე კარკასი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას - დაიწყოთ ახალი ცხოვრება ისე, რომ ყველაფრის ნულიდან აწყობა არ დაგჭირდეთ - აქ ყველაფერი მზადაა თქვენი პირადი შტრიხებისთვის. 

გადადგით ნაბიჯი დღესვე, ნუ იტყვი უარს სახლზე, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ.



 

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.5 2 - 89 010$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.6 2 - 86 388$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.2 2 - 85 836$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.6 2 - 89 148$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
53.4 2 - 76 362$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
48.6 2 - 71 928$
floor

14

bedroom

1

bath

balcony