უკან
11 ნოემბერი, 2024
გაინტერესებთ, რატომ არის საცხოვრებელ კომპლექსებში ინვესტირება კარგი არჩევანი? — ჩვენ აგიხსნით
ინვესტიციებით დაინტერესებულმა პირებმა, სულერთია სფეროს სპეციალისტები არიან თუ პოტენციური ბინათმფლობელები, უკვე იციან, რომ საინვესტიციო შესაძლებლობები ცვალებადია და ასეთ დროს სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ვისაც რისკები არ უყვარს, ინვესტირების მშვიდ და სტაბილურ შესაძლებლობას ეძებს. ამიტომ დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, საცხოვრებელ კომპლექსებში ინვესტიციის მნიშვნელობას, რომელიც არამხოლოდ სტაბილურობას, არამედ შემოსავლის გენერირებას, დივერსიფიკაციას და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს გთავაზობთ.
პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არასტაბილური აქციებისგან ან არაპროგნოზირებადი საქონლისგან განსხვავებით, საცხოვრებელი ფართები მატერიალურ აქტივს გთავაზობთ, რომელიც დროთა განმავლობაში თანდაყოლილ ღირებულებას ინარჩუნებს. ვინაიდან საცხოვრებელზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს და არ ქრება, ბაზრის რყევების მიუხედავად, ამ სფეროში სტაბილური ნაკადი ნარჩუნდება.
- მაგალითად, Galt & Taggart-ის კვლევების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად იზრდება როგორც კვადრატულობის, ასევე ქირის ფასი.
- თიბისი კაპიტალის 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, ბაზრის მოცულობამ კი $266 მილიონი შეადგინა და წლიურად 2%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელ კომპლექსებში ინვესტიცია შემოსავლის გამომუშავების სხვადასხვა გზასაც უზრუნველყოფს. დავიწყოთ მოიჯარეებისგან მიღებული შემოსავლით, რომელიც საიმედო წყაროა და ინვესტორს საშუალებას აძლევს საწყისი ინვესტიცია აინაზღაუროს და გრძელვადიან პერსპექტივაში დამატებითი შემოსავალი მიიღოს. კარგად გათვლილი ქირავნობის ფასებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი სახსრების მიღება, რაც მათ მიმზიდველ ვარიანტად აქცევს შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის.
როგორც იცით, დივერსიფიკაცია ჯანსაღი საინვესტიციო სტრატეგიის ქვაკუთხედია და ამ მხრივ საცხოვრებელი კომპლექსები უამრავ შესაძლებლობებს გთავაზობთ. უძრავ ქონებაში ინვესტირებით კაპიტალის მფლობელებს შეუძლიათ, შეამცირონ პორტფელის რისკი და გაზარდონ საერთო ანაზღაურება. გარდა ამისა, გეოგრაფიულად განსხვავებულ საკუთრებაში ინვესტიცია კიდევ უფრო აძლიერებს დივერსიფიკაციას და ავტომატურად ლოკალიზებულ რისკებს ამცირებს.
საცხოვრებელ კომპლექსებში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი გრძელვადიანი შეფასების პოტენციალია. მდებარეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მოთხოვნა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ქონების ღირებულების განსაზღვრაში. ხოლო სასურველ უბნებში მდებარე საკუთრება, სადაც ტრანსპორტი და დასაქმების შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, როგორც წესი, უფრო სწრაფი ტემპით ფასდება. თან მოსახლეობის ზრდის და ურბანიზაციის ტენდენციების პარალელურად, საცხოვრებლებზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ქონების ღირებულებასაც ზრდის.
როგორც იცით, ინფლაცია ფულის მსყიდველუნარიანობას ამცირებს, რაც ინვესტორებს მისი დაცვის აუცილებლობისკენ უბიძგებს. საცხოვრებელ კომპლექსში კი ინფლაციურ წნეხთან ერთად ქონების ღირებულება და იჯარის შემოსავალი იზრდება. გარდა ამისა, ფიქსირებული იპოთეკური სესხი საშუალებას აძლევს ინვესტორებს ჩაკეტონ დაფინანსების ხარჯები, ეფექტურად შეინარჩუნონ ვალის რეალური ღირებულება დროთა განმავლობაში.
როგორც ხედავთ, საცხოვრებელ კომპლექსებში ინვესტიციას უამრავი სარგებელი აქვს და სწორედ ეს აქცევს კარგ არჩევნად იმ პირებისთვის, რომლებიც თავიანთი ფინანსური მომავლის უზრუნველყოფას ცდილობენ.
მეტროპოლ მენეჯმენტში ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს გთავაზობთ არა მხოლოდ ხარისხიან საცხოვრებელ ფართებს, რომელიც გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით და ინოვაციური მიდგომებით არის შექმნილი, არამედ მოქნილ საინვესტიციო შესაძლებლობებსაც. ჩვენი პროექტები ინოვაციის, კომფორტისა და ექსკლუზიურობის კომბინაციაა, შესაბამისად, თითოეული ინვესტიცია მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ჩვენთან ერთად შეგიძლია ფლობდე საცხოვრებელ ფართს თბილისსა და ბათუმში და უზრუნველყოფილი იყო გარანტირებული საინვესტიციო შემოსავლით.