ბინები ბათუმში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შავი ზღვის სანაპიროზე
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" გაძლევთ შესაძლებლობას - შეიძინეთ თანამედროვე, პრემიუმ კლასის ბინები ბათუმში და განახორციელეთ მომგებიანი ინვესტიცია.
აირჩიეთ სასურველი ბინა
კონტაქტი
თბილისის ფილიალი
ტელეფონის ნომერი032 288 89 99ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
ბათუმის ფილიალი
ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
საინვესტიციო შესაძლებლობები
ბათუმში უძრავი ქონების შეძენა მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად იქცა, რაც მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ქალაქის უნიკალური პოზიციებითაა განპირობებული. ბათუმი მუდმივად შედის წამყვანი გამოცემების მიერ დასახელებულ ტოპ 5 სამოგზაურო დანიშნულების ადგილს შორის, რაც სტაბილურ ტურისტულ ნაკადსა და საცხოვრებელ ფართებზე მზარდ მოთხოვნას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ უცხოელებს შეუძლიათ ვიზის გარეშე ქვეყანაში 364 დღის განმავლობაში დარჩენა, ხოლო $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში კი ბინადრობის მიღების უფლებასაც კი მოიპოვებენ. ამგვარი საინვესტიციო პირობების ფონზე, ბინები ბათუმში 12%-მდე მოგებით გამოირჩევა. ამასთანავე, ,,მეტროპოლის” პროექტების მშენებლობის დასრულებისას, 2027 წლისათვის ბინების ფასის 50%-ით ზრდაა ნავარაუდები.
ამრიგად, ინვესტირება უძრავ ქონებაში ტურისტული და ბიზნეს პოტენციალით სარგებლობის შანს გაძლევთ. შედეგად იღებთ როგორც სტაბილურ შემოსავალს მოკლევადიანი გაქირავებიდან, ისე ქონების ღირებულების ზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში.
შეიძინეთ ბინები ბათუმში და ისარგებლეთ უნიკალური უპირატესობებით
,,მეტროპოლი” ბათუმში ორი სანვესტიციო პროექტითაა წარმოდგენილი, ესენია, კუბი და ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი საცხოვრებელი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა.
ჩვენ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების სტილსა და უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
სტრატეგიული მდებარეობა, როგორც იდეალური ინვესტიციის
,,მეტროპოლ კუბი" და ,,მეტროპოლ ოვალი" ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:
- სწრაფი წვდომა ზღვაზე და ბულვარზე: საინვესტიციო ბინები ბათუმში ზღვის სანაპიროდან და ბათუმის ბულვარიდან სულ რამდენიმე წუთის მოშორებით მდებარეობს, რაც იდეალურია როგორც მუდმივი საცხოვრებლისთვის, ისე საზაფხულო დასვენებისთვის;
- ახლომდებარე სავაჭრო ცენტრები და გასართობი ობიექტები: ახლოს მდებარე Black sea Mall და Grand Mall, რესტორნები, კაფეები და გასართობი ცენტრები აქტიური ცხოვრების მოყვარული დამსვენებლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;
- მოხერხებული კავშირი ქალაქის მთავარ საკომუნიკაციო ნაწილებთან: შეუფერხებელი წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მთავარ საგზაო მაგისტრალებზე ამარტივებს გადაადგილებას როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- შთამბეჭდავი ხედები: ყველა ბინიდან იშლება უნიკალური პანორამული ხედი შავ ზღვასა თუ აჭარის მთებზე. კომპლექსებს განსაკუთრებულ ღირებულებას მატებს ბათუმის სტადიონზე გამავალი ხედი - ეს არის მუდმივი, ღია სივრცე, რომელიც არასდროს დაიფარება ახალი მშენებლობებით.
თუ გსურთ მშენებარე ბინები სრულად იხილოთ ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
ზრდადი საინვესტიციო პოტენციალი: ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მზარდი დინამიკა
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება, რაც მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის:
- 2023 წელს ახალაშენებული ბინების ფასები 13%-ით გაიზარდა: ეს ტენდენცია ადასტურებს ბაზრის სტაბილურ ზრდას და ინვესტიციის მაღალ მომგებიანობაზე მიუთითებს;
- ტურისტული ნაკადის ყოველწლიური ზრდა: 2023 წელს საქართველომ 6.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც წინა წელთან შედარებით 31.2%-იანი ზრდაა. ეს ზრდის მოთხოვნას მოკლევადიან საცხოვრებელ ფართებზე და ქმნის დამატებით შემოსავლის წყაროს ინვესტორებისთვის;
- ქალაქის ინფრასტრუქტურის მუდმივი განვითარება: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, ახალი გზების მშენებლობა და ურბანული განვითარება, ქალაქის უფრო მიმზიდველს ხდის, რაც უძრავი ქონების ღირებულების ზრდაზეც აისახება;
- საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ინტერესი: ბათუმი იზიდავს ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან, რაც უძრავი ქონების ბაზარს სტაბილურსა და მზარდს ხდის.
თანამედროვე დიზაინის ბინები ბათუმში
ჩვენი პროექტები თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა, რაც ,,მეტროპოლ ოვალსა” და ,,მეტროპოლ კუბს” ქალაქის გამორჩეულ კომპლექსებად აყალიბებს:
- "მეტროპოლ კუბის" 42-სართულიანი შენობა ქალაქის მომავალი სიმბოლო: ეს მაღალსართულიანი კომპლექსი გამოირჩევა არა მხოლოდ შთამბეჭდავი არქიტექტურითა და უნიკალური პანორამული ხედებით, არამედ საერთაშორისო აღიარებითაც. პროექტმა მოიპოვა პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო კატეგორიაში "Mixed-Use Development for Georgia". ეს კომპლექსური ჯილდო გადაეცემა განსაკუთრებულ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა ინოვაციური დიზაინით, გამორჩეული სტილითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით.;
- "მეტროპოლ ოვალის" ოვალური დიზაინი: ეს ინოვაციური გადაწყვეტა არა მხოლოდ ვიზუალურადაა გამორჩეული, არამედ თანამედროვე საცხოვრებელ გარემოსაც ქმნის;
- მაღალი ხარისხის მოპირკეთება: ლობი, დერეფნები და საერთო ზონები მოპირკეთებულია პრემიუმ კლასის მასალებით.
- ფუნქციური და ესთეტიკური ინტერიერის დიზაინი: ყველა ბინა დაგეგმარებულია მაქსიმალური ფუნქციურობისთვის, ხოლო დიდი ვიტრაჟები ბუნებრივ განათებას და სივრცის მაქსიმალურ შეგრძნებას განაპირობებს.
თუკი გაინტერესებთ, როგორ შენდება თქვენი მომავალი ბინა, იხილეთ მშენებლობის პროცესი Live-ში.
პროფესიონალური მართვა და მომსახურება: Royal Tulip-ის სტანდარტები
აღსანიშნავია, რომ ,,მეტროპოლი” - დეველოპერული კომპანია მფლობელებსა და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს:
- საერთაშორისო სტანდარტები: Royal Tulip-თან თანამშრომლობით მსოფლიო კლასის სასტუმრო მომსახურებას უზრუნველვყოფთ;
- ეფექტური გაქირავება: პროფესიონალური გუნდი ბინების ეფექტურ გაქირავებასა და მაღალ შემოსავლების გენერირებაში დაგეხმარებათ;
- მუდმივი მხარდაჭერა: მიიღებთ უწყვეტ მხარდაჭერას ყველა საკითხში, დაწყებული იურიდიული პროცედურებიდან, დამთავრებული ყოველდღიური მართვით.
ბინები ბათუმში - მათი ტიპები და მახასიათებლები
,,მეტროპოლის" საინტერესო საინვესტიციო პროექტები ბათუმში სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული, რაც საშუალებას გაძლევთ ქონება თქვენი მიზნების შესაბამისად შეარჩიოთ. მაგალითად, ,,მეტროპოლ ოვალის” სტუდიო აპარტამენტები, რომელთა ფართობი 31 კვ.მ-დან იწყება, ღია დაგეგმარებისაა და სივრცე ოპტიმალურადაა ათვისებული. მცირე ზომის ბინები ბათუმში იდეალურია დამწყები ინვესტორებისათვის, რომელთაც, ერთი მხრივ, გამოცდილების მიღება, მეორე მხრივ კი, ბაზრის შესწავლა სურთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდიო აპარტამენტების საშუალო წლიური საიჯარო შემოსავალი დაახლოებით 9,873 დოლარია, ფასი კი მზარდია.
,,მეტროპოლ ოვალის” შემთხვევაში კი, ერთოთახიანი ბინა ბათუმში, რომლის ფართობი იწყება 61.7 კვადრატული მეტრიდან, სტუდიოს ტიპის მისაღებითა და დამოუკიდებელი საძინებლითაა. ბინა იზოლირებული საძინებლით უფრო მასშტაბური ინვესტიციაა, თუმცა მისი გაქირავება უფრო მარტივია, რადგან სხვადასხვა ტიპის დამსვენებელს ერგება, იქნება ეს მცირე ოჯახი, დისტანციურად დასაქმებული პირები თუ სხვა.
ერთოთახიანი ბინების საშუალო წლიური საიჯარო შემოსავალი მზარდია და დაახლოებით 15,750 დოლარს შეადგენს.
,,მეტროპოლის" პროექტები თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ვიტრაჟული ფანჯრები საუცხოო ხედს ქმნის როგორც ქალაქზე, ისე ზღვაზე, რაც მზის ამოსვლა-ჩასვლის პერიოდში განსაკუთრებული უპირატესობაა.
ბინების უდიდეს ნაწილს აქვს აივანი ან ტერასა, რაც საცხოვრებელ გარემოს აუმჯობესებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ბინის მოწყობის სამი განსხვავებული ვარიანტი: პრემიუმ რემონტი - სრულად გარემონტებული ბინა ავეჯის გარეშე, მწვანე კარკასი - სარემონტოდ სრულად მომზადებული ფართი და Turnkey - სრულად აღჭურვილი და საცხოვრებლად მზა ბინა. ამ მრავალფეროვანი არჩევანის წყალობით, ყველა მომხმარებელს შეუძლია საკუთარი საჭიროებებისა შესაბამისი ვარიანტის შერჩევა.
რატომ უნდა შეიძინოთ ბინები ბათუმში "მეტროპოლთან" ერთად?
ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ პრემიუმ კლასის უძრავი ქონების მფლობელი ბათუმში და მიიღოთ მაღალი უკუგება. რამდენიმე მიზეზი, რატომ ღირს ჩვენთან თანამშრომლობა:
- გამოცდილება და რეპუტაცია: საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი" მომხმარებლების ნდობას მრავალწლიანი გამოცდილებითა და შთამბეჭდავი მასშტაბებით ამართლებს. კომპანიის მიერ განხორციელებული მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვ.მ-ს აჭარბებს და 3,500-ზე მეტ ბინას მოიცავს. "მეტროპოლი" ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - კომპანიაში 2,000-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი 1,050,000,000 ლარს შეადგენს, რაც მის ფინანსურ სიძლიერესა და სტაბილურობაზე მიუთითებს;
- ინოვაციური მიდგომა: ვქმნით პროექტებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
- გამჭვირვალე პროცესები: ბინის აშენებისა და ჩაბარების პროცესში გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა ჩვენთვის პრიორიტეტია;
- მოქნილი გადახდის პირობები: გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს.
,,მეტროპოლთან" თანამშრომლობით თქვენ იძენთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის უძრავ ქონებას, არამედ საიმედო პარტნიორს, რომელიც თქვენი საინვესტიციო მიზნების მიღწევაში გეხმარებათ.
როგორ შეიძინოთ ბინა? დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის ბათუმის პროექტებთან დაკავშირებით:
ტელეფონი: +995 574 88 99 99
ელ-ფოსტა: salesbatumi@metropol.ge
ოფისი: შარტავას ქუჩა 7, ბათუმი
ჩვენი გამოცდილი გუნდი მზადაა გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე და დაგეხმაროთ საუკეთესო საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ,,მეტროპოლის" მთავარი მისია?
რა ტიპის უძრავ ქონებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სად მდებარეობს "მეტროპოლის" პროექტები?
როგორ უზრუნველყოფს კომპანია მშენებლობის ხარისხს?
მოითხოვე ზარი