აირჩიეთ სასურველი ბინა
კონტაქტი
თბილისის ფილიალი
ტელეფონის ნომერი032 288 89 99ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
ბათუმის ფილიალი
ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
ახალაშენებული ბინები თბილისსა და ბათუმში
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ქმნის არა უბრალოდ შენობებს, არამედ სრულიად ახალ საცხოვრებელ გარემოს, სადაც თანამედროვე ადამიანის საჭიროებები და კომფორტი ერთიანდება.
რატომ უნდა შეიძინოთ ახალაშენებული ბინა ,,მეტროპოლის” კომპლექსებში?
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი მუდმივად იცვლება, და მასთან ერთად იცვლება მოთხოვნები საცხოვრებელი სივრცის მიმართ. ჩვენი პროექტები სწორედ ამ ცვლილებებს პასუხობს — აქ პრაქტიკული არქიტექტურული დეტალები და უახლესი ტექნოლოგიები ქმნის გარემოს, სადაც კომფორტი და ფუნქციურობა ერთმანეთს ავსებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ დეტალებს, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ღირებულებას იძენს. საბოლოოს კი სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს ,,მეტროპოლის” ახალაშენებული ბინების უპირატესობებს.
ადგილმდებარეობა, როგორც უპირატესობა
თბილისში ,,მეტროპოლ ქავთარაძე" ქავთარაძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი მასშტაბური ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. უმოკლეს მანძილზე მდებარეობს სავაჭრო ცენტრები, სამედიცინო და სხვა სტრატეგიული დაწესებულებები.
,,მეტროპოლ ბაგები", რომელიც თბილისის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, პანორამული ხედებით გამორჩეული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია. განვითარებული ინფრასტრუქტურა და მწვანე გარემო ქმნის იდეალურ პირობებს კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის.
,,მეტროპოლ ორთაჭალა", რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებს, სწრაფად განვითარებად, ისტორიულ უბანში მდებარეობს, რაც მის მაღალ საინვესტიციო პოტენციალს განაპირობებს.
ბათუმში კი დეველოპერული კომპანია საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. ,,მეტროპოლ კუბი",,,მეტროპოლ ოვალი" და ,,მეტროპოლ პარალელი, რომლის მშენებლობაც სულ ახლახან დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროდან 5 წუთის სავალზეა. პროექტები გამოირჩევა შთამბეჭდავი პანორამული ხედებით ზღვასა და ქალაქზე.
ენერგოეფექტურობა და ეკონომია
,,მეტროპოლის” პროექტებში გამოყენებული Ytong-ის ინოვაციური სამშენებლო ბლოკების შედეგად ახალაშენებული ბინები მაქსიმალურად ენერგოეფექტურია. ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით, ეს მასალა გათბობა-გაგრილებისათვის 40%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, Ytong-ის ბლოკები ინარჩუნებს სასურველ ტემპერატურას 6-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ბაზარზე გავრცელებული ალტერნატიული სამშენებლო მასალები. ეს ფაქტორი კი ერთი მხრივ, მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის, მეორე მხრივ კი, კომუნალური გადასახადების შემცირებაზე პირდაპირ აისახება.
უსაფრთხოება და კომფორტი პირველ ადგილზე
მაცხოვრებელთა უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. Ytong-ის ბლოკებით აშენებული შენობები ხანძარმედეგებით გამოირჩევა და ცეცხლს 4 საათის განმავლობაში უძლებს. მასალის მსუბუქი სტრუქტურა კი გაუმჯობესებულ სეისმურ მდგრადობას განაპირობებს.
ინვესტირების უნიკალური შესაძლებლობები
,,მეტროპოლის” ახალაშენებული ბინები, საქართველოს ორ უმსხვილეს და დინამიკურად განვითარებად ურბანულ ცენტრში, უძრავ ქონებაში ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობაა. მაგალითად, პრემიუმ კლასის პროექტები ბათუმში განსაკუთრებული საინვესტიციო მიმზიდველობით გამოირჩევა, რასაც რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორი განაპირობებს.
საერთაშორისო ტურიზმის სტაბილური 20%-იანი წლიური ზრდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ნაკადი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის განსაკუთრებულ დინამიკას განაპირობებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ზღვისპირა ქალაქის ტურისტული მიმზიდველობა.
ამრიგად, ახალაშენებული ბინები ბათუმში, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ Royal Tulip-თან პარტნიორობით, გთავაზობთ უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას მზარდ ტურისტულ ბაზარზე. ეს ინოვაციური საინვესტიციო მოდელი საშუალებას გაძლევთ აპარტამენტით წელიწადში 60 დღე პირადად ისარგებლოთ, ხოლო დანარჩენ პერიოდში მიიღოთ გარანტირებული შემოსავალი 12%-მდე წლიური უკუგებით, პროფესიონალური მართვის გუნდის სრული ადმინისტრირებით.
,,მეტროპოლის” საცხოვრებელი თუ საინვესტიციო უძრავი ქონების მდებარეობა, თანამედროვე არქიტექტურული კონცეფციები და მაღალი ხარისხის მშენებლობა ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციისთვის.
უნიკალური საცხოვრებელი გარემო და ინფრასტრუქტურა
,,მეტროპოლის” საცხოვრებელი კომპლექსები მრავალფუნქციური ურბანული სივრცეებია, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და პრაქტიკული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები თანამედროვე ადამიანის მოთხოვნების შესაბამის, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. თითოეული პროექტი დაგეგმილია ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მაგალითისათვის, ,,მეტროპოლ ქავთარაძის" პროექტი თავისი მასშტაბური ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელიც 1 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსის პრაქტიკული დაგეგმარება რამდენიმე სტრატეგიულ უპირატესობას აერთიანებს. ასეთია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღი, რომელიც მშობლებისათვის კომფორტულ, ხოლო ბავშვებისთვის განვითარებაზე ორიენტირებულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
,,მეტროპოლის” პროექტების ტერიტორია მოიცავს საბავშვო გასართობ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებს შადრევნებით, სადაც მაცხოვრებლებს თავისუფალი დროის გატარება შეუძლიათ. ეს განსაკუთრებული უპირატესობაა, რადგან ადამიანები, რომლებიც მწვანე სივრცეებთან ახლოს ცხოვრობენ, როგორც წესი, ნაკლებად განიცდიან სტრესს.
პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართები და სხვა სერვისები ყოველდღიური საყოფაცხოვრებო გამოწვევების მარტივად მოგვარების შესაძლებლობას გაძლევთ.
კომპლექსების გამართული ფუნქციონირებისათვის კი პერსონალური მენეჯმენტის გუნდი 24/7 რეჟიმში თქვენს სამსახურში იქნება. უწყვეტი დაცვის სისტემა, თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, პარკინგი ქმნის დამატებით კომფორტს მაცხოვრებლებისთვის. კომპლექსის ტექნიკური მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობა და გამწვანებული ტერიტორიის მოვლა სრულად უზრუნველყოფილია პროფესიონალების მიერ.
დაიწყეთ იმ სახლისკენ სვლა, რომელიც ჩაიფიქრეთ
,,მეტროპოლის” გუნდი გთავაზობთ მარტივ და გამჭვირვალე პროცესს სასურველი ახალაშენებული ბინის შესაძენად. გამოცდილი პერსონალური მრჩევლები დახმარებას ყველა ეტაპზე გაგიწევენ.
კონსულტაცია და შერჩევის პროცესი
იდეალური საცხოვრებლის ძიება კონსულტაციით იწყება, სადაც ჩვენი პროფესიონალი მრჩევლები დეტალურად გაგაცნობენ პროექტების მახასიათებლებსა და ინფრასტრუქტურულ უპირატესობებს. შეხვედრისას განვიხილავთ პრიორიტეტებს - იქნება ეს ბინის ფართობი, სართული, ხედი თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ჩვენი გამოცდილი გუნდი სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
მოქნილი ფინანსური პირობები
შიდა უპროცენტო განვადება საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პირველადი შენატანის ოდენობა. დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ყოველთვიური, ისე კვარტალური გრაფიკით.
გამჭვირვალე ხელშეკრულება
გადახდის პირობებზე შეთანხმების შემდეგ იწყება ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. დეტალურად განგიმარტავთ ხელშეკრულების ყველა პუნქტს, დაგეხმარებით დოკუმენტაციის მომზადებაში და თქვენს ინტერესებს მაქსიმალურად დავიცავთ.
ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის გაწერილი ბინის ტექნიკური მახასიათებლები, გადახდის გრაფიკი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ბინის ჩაბარების პირობები.
ხარისხიანი მშენებლობა, უსაფრთხო გარემო და კომფორტული ინფრასტრუქტურა ,,მეტროპოლის" პროექტებში იმ ადამიანებისთვის ერთიანდება, რომლებიც სანდო დეველოპერულ კომაპანიას ეძებენ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოქნილი პირობები და ინდივიდუალური მიდგომა გზას გიხსნით იმ სახლისკენ, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ.
ხშირად დასმული კითხვები
ვინ ვართ ჩვენ?
რა პროექტებს ახორციელებს "მეტროპოლი" და სად ?
რას გთავაზობთ უძრავი ქონების ბაზარზე?
როგორ ვაკონტროლებთ მშენებლობის ხარისხს?
როგორ მივიღო დამატებითი ინფორმაცია?
მოითხოვე ზარი